უკრაინელებმა 12 ოლქში 62 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიისკენ 145 დრონი გაუშვა, მათგან 62 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 67 ადგილობრივად დაიკარგა, 10 კი - მოლდოვას, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ გაფრინდა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„10 ნოემბრის ღამეს მტერი თავს დაგვესხა უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით!” , - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით რუსებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და დაუდგენელი ტიპის დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის, ბრიანსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა ოდესის, კიევის, ჟიტომირის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ვინიცას, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში რუსების კუთვნილი 62 დრონი ჩამოაგდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.