ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა კიევის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიევის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა წუხელ ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტერმა უკვე ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა.
”მაგრამ ისევ ვერ მიაღწია მიზანს - ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განეიტრალებულიყო“, - აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.
ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში, ღია ადგილებში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, რამაც ხანძრები გამოიწვია.
თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.