ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 51 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 51 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 60 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 2 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 20 დრონი ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„7:00 საათის მდგომარეობით, საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნივცის ოლქებში მტრის 51 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
რუსულმა ძალებმა დრონები კურსკის, ორიოლისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.