ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა 5 აგვისტოს ღამეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს.
უკრაინელებმა დრონები კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.