არქივი18 ივლისი, 2024, 10:57
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, 2024 წლის 18 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი და სამი რაკეტა გაუშვეს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელმა ცის დამცველებმა სამიზნეები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, კიევისა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.