ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 57 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და სუმის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.