ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 99 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 65 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
“თავდასხმის შედეგად მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერკასის, სუმისა და ხმელნიცკის ოლქებში კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან”, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.