უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 37 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 39 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, ოდესისა და პოლტავის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ სუმში, რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად