ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დღეს დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, ალექსანდრ სირსკისა და საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც მართვადი ბომბებით უტევდა ჩვენი ჯარების პოზიციებს: ერთი „სუ-34“ გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“, - აცხადებს ალექსანდრ სირსკი.
მისი თქმით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„ოკუპანტების კიდევ მინუს ორი თვითმფრინავი. ეს არის ჩვენი მიწა და ცა! გაგრძელება იქნება!“, - აცხადებს სირსკი.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა 336 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.