ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ერთ კვირაში 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შვიდი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ცას. კარგი შედეგებია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი - რუსული “სუ“ მოიერიშე - ერთ კვირაში. მადლობას გიხდით ჩვენო ჯარისკაცებო სიზუსტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 338 თვითმფრინავი დაკარგა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.