არქივი17 თებერვალი, 2024, 12:08
ოლეშჩუკი: ჩამოვაგდეთ 3 რუსული თვითმფრინავი
17 თებერვალს დილით უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი.
"ვერაფერი შეგვაჩერებს. გმადლობთ, მეომრებო!" - თქვა ოლეშჩუკმა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.