უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 სექტემბრის ღამეს კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსი ოკუპანტების მერვე საჰაერო შეტევა კიევზე და ეს მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში! წინა შეტევების მსგავსად, მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, Shahed-ები. მაგრამ ბოლო შეტევებისგან განსხვავებით, ეს იყო მასიური შეტევა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში დაახლოებით სამსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის თითქმის ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატი გაადგურეს“, – აღნიშნა პოპკომ.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)