ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 8 რუსული დრონიდან 7 ჩამოაგდო

2 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ერთი საათის განმავლობაში ინტენსიურად იგერიებდნენ ამ შეტევას.
ერთ-ერთი დრონი ოდესაში, საცხოვრებელ უბანში ცხრასართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე ბინის შესასვლელი ნაწილი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 - დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.