არქივი5 მარტი, 2024, 09:08
უკრაინა: საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 22 რუსული დრონიდან 18 ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკანასკნელ 24 საათში რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 22 შაჰიდის ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან, ბალაკლავას რაიონიდან გაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა სარეკრეაციო დაწესებულების შენობა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ არ ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, რეკრეაციულ ზონაში დაზიანდა რამდენიმე გარე ნაგებობა, ასევე, ერთ-ერთი კერძო სახლი. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.