უკრაინა: კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი СУ-34 ჩამოვაგდეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 29 თებერვალს, საჰაერო თავდაცვამ კიდევ 2 რუსული СУ-34 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა.
"როგორც ჩანს მათ არ ესმით! რუს მფრინავებს ვერანაირი დასკვნები ვერ გამოაქვთ!
დღეს (29 თებერვალს), ავდეევკისა და მარიუპოლის მიმართულებით კიდევ ორი, ოკუპანტების СУ-34 გავანადგურეთ"! – წერს საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი.
ოლეშუკის თქმით ეს რიგით მესამე СУ-34-ია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 თებერვალს ჩამოაგდეს.
ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინამ 5 თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო თებერვალში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 13 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.