არქივი29 თებერვალი, 2024, 07:23
უკრაინა: ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავი СУ-34
29 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
"დღეს, 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება და რუსებმა კიდევ ერთი თვითმფრინავი დაკარგეს. ერთით ნაკლები CУ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით"! – ამბობს ოლეშუკი.
ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინამ მე-3 თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო თებერვალში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 11 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.