ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა მორიგი რუსული „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებ აცხადებს

უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“.
თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება.
„მინუს კიდევ ერთი “სუ-34” აღმოსავლეთის მიმართულებაზე“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.
ბოლო დღეებში, უკრაინა აქტიურად იტყობინება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.