არქივი21 თებერვალი, 2024, 07:42
უკრაინა რუსული სუ-34-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, უკრაინაში მორიგი რუსული გამანადგურებელი, სუ-34 ჩამოაგდეს.
„მინუს ერთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სუ-34-ის ეკიპაჟი უერთდება ჩვენს რუბრიკას „მარადიული ფრენა, ძმებო!“ — დაწერა ნიკოლაი ოლეშჩუკმა Telegram-ზე.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
ბოლო ერთ კვირაში უკრაინამ უკვე ექვსი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.