პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 თებერვლის დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო – გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“ და გამანადგურებელი „სუ-35“.
„დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით ჩვენი ჯარის პოზიციებს ბომბავდნენ“, – ციტირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის „უკრაინსკა პრავდა“.
მიკოლა ოლეშჩუკი, საჰაერო ძალების სარდალი, აღნიშნავს, რომ თვითმფრინავები აღმოსავლეთის ფრონტზე ჩამოაგდეს. „კიდევ მინუს ორი თვითმფრინავი ოკუპანტებს! ეს ჩვენი მიწაა და ჩვენი ცა! გაგრძელება იქნება“, – ამბობს იგი.
ბოლო სამ დღეში უკრაინამ უკვე ხუთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.