ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 33 დრონიდან 22 ჩამოვაგდეთ

18 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 33 დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებით გავანადგურეთ მტრის 22 უპილოტო საფრენი აპარატი. დამატებით კიდევ რამდენიმე თვითმფრინავმა ვერ მიაღწია სამიზნეს". - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპანტებმა თვითმფრინავები გაუშვეს პრიმორსკო-ახტარსკიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან. გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით რუსებმა გაუშვეს C-300ის ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა.
თავდასხმის ძირითადი მიმართულებები სამხრეთი და ჩრდილოეთი იყო.
უკრაინული მხარის განმარტებით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.