პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 დეკემბერს საჰაერო განგაშის დროს რუსების მიერ გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოაგდეს.
"2023 წლის 22 დეკემბრის საღამოს 18:00 საათიდან 23 დეკემბრის შუაღამემდე რუსი ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ცხრავე შაჰედი უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის დანაყოფების ერთობლივი მუშაობით ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.