არქივი18 დეკემბერი, 2023, 06:46
უკრაინა: რუსების გაშვებული 5-ვე დრონი გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 18 დეკემბრის ღამეს მათ გაანადგურეს შაჰედის ტიპის 5-ვე დრონი, რომლითაც ოკუპანტები უკრაინას თავს დაესხნენ.
ამასთან, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
"ყველა თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების მიერ ნიკოლაევის, დნიპროპეტროვსკის, ვინიცისა და ხმელნიცკის ოლქებში". - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
გასული დღის საღამოს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში სამხრეთიდან შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.