ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოვაგდეთ

28 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 8 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 7-ის განადგურება უკრაინამ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"შვიდი დრონი ჩამოაგდეს მოიერიშე თვითმფრინავებმა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დნიპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქებში". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.