ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: რუსების გაშვებული 42 დრონიდან 41 გავანადგურეთ

13 დეკემბრის საღამოს და 14 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 42 დრონით შეუტიეს, მათგან 41 კი უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"ამ ღამით შევძელით შაჰედ-136/131 ტიპის 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41-ის ჩამოგდება. აბსოლუტური უმრავლესობა ოდესის ოლქში გაუშვეს". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა დაიწყეს 13 დეკემბერს, 19:00 საათიდან. თავდასხმის ძირითადი მიმართულება ოდესის ოლქი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.