არქივი24 დეკემბერი, 2023, 07:10
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 15 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ
24 დეკემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 გაშვებული დრონიდან 14 გაანადგურა.
"24 დეკემბრის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, უკრაინის ტერიტორიას 15 შაჰედის ტიპის დრონით შეუტიეს. 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია კიროვგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევოს და ხმელნიცკის ოლქებში". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში.
რუსეთი ყოველდღე უკრაინის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენ აპარატს უშვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.