ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 25 იანვრის ღამეს განადგურებულია 11 რუსული დრონი.
სულ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ 14 დრონი გაუშვეს. ორმა დრონმა მიზანს ოდესაში მიაღწია, აფეთქების შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.
გარდა ამისა, ბელგოროდის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა რამდენიმე საზენიტო, მართვადი C-300 რაკეტით მიიტანეს იერიში.
"მტერმა 14 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვს მიმართულებით ნასროლია C-300 ტიპის 4 მართვადი რაკეტა". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიით, ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.