ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 28 იანვრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა 8 დრონი და 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს.
"2024 წლის 28 იანვრის ღამეს მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებიდან შაჰედის ტიპის 8 დრონითა და ვორონეჟის ოლქიდან 2 ისკანდერის რაკეტით მიიტანა იერიში". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
გარდა ამისა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან გასროლილია ორი C-300 ტიპის მართვადი რაკეტა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა პოლტავის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
საჰაერო ძალების მობილური ჯგუფების მიერ განადგურებულია 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
შეიარაღებული ძალების პრესცენტრის განმარტებით ამჟამინდელი მონაცემებით ბალისტიკური შეტევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
გასულ 24 საათში ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ ქვედანაყოფებს შორის 79 სამხედრო შეტაკება მოხდა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.