ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდიდან" 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 14 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, დრონები მიკოლაევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
"ოკუპანტებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციიდან (პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან) "შაჰიდის" ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს," - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.