არქივი6 მარტი, 2024, 06:27
ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები გაანადგურეს
ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული სამი დრონი და სამი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეს ამერიკული გამანადგურებელი USS Carney წარმოადგენდა.
იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაია სარიმ ამერიკულ გამანადგურებელზე თავდასხმა დაადასტურა.
„არ შევჩერდებით იქამდე, სანამ აგრესია არ შეწყდება და ღაზას სექტორში პალესტინელი ხალხის ალყა არ მოიხსნება“, - განაცხადა სარიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.