არქივი27 თებერვალი, 2024, 14:40
უკრაინა ერთ დღეში მეორე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს
უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“. დღეს ეს უკვე მეორე ჩამოგდებული თვითმფრინავია.
თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება.
„დაახლოებით 14:00 საათზე ვიმუშავეთ მორიგ “სუ-34”-ზე. მუშაობას ვაგრძელებთ… გამარჯვებამდე!“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.
ბოლო დღეებში, უკრაინა აქტიურად იტყობინება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.