ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა კურსკის ოლქში გაეროსა და წითელი ჯვრის დაპატიჟებას აპირებს

უკრაინა კურსკის ოლქში გაეროსა და წითელი ჯვრის დაპატიჟებას აპირებს

უკრაინამ განაცხადა, რომ ამზადებს გაეროსა და საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტისთვის მიწვევას, რათა მათ მოინახულონ რუსეთის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინის ძალებმა დაიკავეს კურსკის ოლქში მოულოდნელი სამხედრო ოპერაციის შედეგად.
ამ დროს კიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა მიმდინარე თვეში მერვე მსხვილი იერიში განახორციელა უკრაინაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. სხვა მხრივ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია იერიშები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 16 სექტემბერს სოცქსელებში დაწერა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქში ვიზიტისას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, თავის სამინისტროს დაავალა, „ოფიციალურად მიიწვიონ გაერო და საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი, რომ ისინი შეუერთდნენ ჰუმანიტარულ ძალისხმევას კურსკის ოლქში.“
„უკრაინა მზადაა, ხელი შეუწყოს მათ მუშაობას და დაამტკიცოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისადმი თავისი ერთგულება,“ განაცხადა სიბიჰამ.
კურსკის ოლქში აგვისტოს დამდეგს უკრაინის ჯარების შეჭრის შემდეგ კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 1200 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს რუსეთის 56-დან 53 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ღამით აღმოაჩინეს და რომლებიც სხვადასხვა რეგიონზე გეგმავდნენ თავდასხმებს. მაგრამ, მათი თქმით, ამ დაბომბვის „მთავარი მიმართულება“ იყო კიევი. უკრაინელ სამხედროთა თქმით, იქ „მასირებული“ იერიში განხორციელდა.
რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა უკრაინის არმიის არტილერიისა და დრონების იერიშის შედეგად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.