უკრაინა მოითხოვს რეაგირებას მახვილით უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო მკვლელობის გამო

უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოს გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს უიარაღო, ხელებშეკრული უკრაინელი სამხედრო ტყვის მახვილით მკვლელობას.
ლუბინეცი რუსეთს ბარბაროსობასა და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს და ომის მორიგ, სავარაუდო დანაშაულზე რეაგირებას მოითხოვს.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, სოციალური ქსელებით დღეს, 17 სექტემბერს, გავრცელებული ფოტოს მიხედვით, უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის იარაღს, მახვილს აწერია: „კურსკისთვის“. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოს დასაწყისიდან აწარმოებენ სახმელეთო ოპერაციას.
გვამის ფოტო გადაღებულია გზაზე, დაზიანებული ტექნიკის და სახლების ფონზე. სად და როდისაა გადაღებული ფოტო, გაურკვეველია. მისი ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს