ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის ლოჯისტიკის შესაფერხებლად, უკრაინა კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებს - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის ლოჯისტიკის შესაფერხებლად, უკრაინა კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებს - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდებს ანადგურებენ.
სატელიტური ფოტომასალა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული ძალების მთავარი მიზანი რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკის ჩამოშლაა.
"უკრაინა რუსეთის ლოჯისტიკის შეფერხებას კურსკის რეგიონში დარტყმების სერიით აგრძელებს, მათ გაანადგურეს გზები და ხიდები მდინარე სეიმზე." - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
წყარო: მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.