ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: კიევის მიმართულებით გაშვებული Shahed-ის ტიპის დრონები გავანადგურეთ

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული დრონები გაანადგურეს.
წინასწარი მონაცემებით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.
როგორც პოპკო წერს, დრონებს კიევზე ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიჰქონდათ იერიში.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის დახმარებით, გასულ ღამით ყველა - ათამდე უპილოტო აპარატი განადგურდა.
18 ნოემბრის ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა: დრონებმა იერიში კიევის გარდა, ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებზეც მიიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.