ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,უკრაინა ვერასდროს შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.'' - დონალდ ტრამპი

,,უკრაინა ვერასდროს შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.'' - დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ვერასდროს შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას.
„არ მგონია, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას. პირველივე დღიდან მგონია, რომ ეს იყო ის, რამაც ომის დაწყება გამოიწვია, როცა დაიწყეს საუბარი ნატო-ში გაწევრიანებაზე.“, – აღნიშნა ტრამპმა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.
„ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ამას ყველა ხვდება.“– აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ იწელება ომის დასრულების პროცესი. ტრამპმა საპასუხოდ თქვა, რომ რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„მე არ მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. აქ სამი თვეა ვარ, ეს ომი კი, სამი წელია, გრძელდება. ეს ბაიდენის ომია, არა ჩემი.“– თქვა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.