არქივი21 აპრილი, 2025, 05:20
დონალდ ტრამპი - იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ამის შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდება.
„შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის კეთებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აყვავებულია, და გამდიდრდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.