დონალდ ტრამპი – უკრაინა და რუსეთი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან – მხარეები ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდნენ

კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ორივე მხარე ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს, რათა დაასრულონ ეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია.
“ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა ახლავე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა ხელი შევუწყოთ ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას!”, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგაც კრემლმა განაცხადა, რომ მათ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?