უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 2,5-მილიარდიან სამხედრო დახმარებას

წელს უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას, რაც 200 მილიონით მეტია გასული ორი წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებაზე. თანხის ნაწილი დაიხარჯება უპილოტო საფრენი აპარატების შეძენისა და წარმოებისთვის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს, 12 იანვარს, კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ისინი ხელს მოაწერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრი სუნაკი უკრაინაში პირველი ვიზიტით 2022 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინამ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება აშშ-ის შემდეგ სწორედ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული