“უკრაინამ უნდა მიიღოს იარაღი, არა ხვალ, არამედ დღეს” – ესტონეთი 1,2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
კარისის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას სამი წლის განმავლობაში მიიღებს.
“უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რათა უკრაინამ მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში”, – ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ესტონეთს კონკრეტული გეგმა აქვს თუ როგორ შეიძლება უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს, ამისთვის კი ყველაზე სამართლიანი რუსეთისთვის გაყინული ქონების გამოყენება იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურნეს მართავს. გუშინ იგი ლიეტუვას ეწვია, დღეს ესტონეთში იმყოფება, ხოლო ხვალ აპირებს რომ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ