ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას შეფერხების გარეშე გააგრძელებს | როგორ იწყებს წელს უკრაინა?

აშშ უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. სენატორების ინფორმაციით, ორპარტიული შეთანხმება მიღწეული და დაფინანსების საკითხის გარშემო შექმნილი ბუნდოვანებაც ამ ეტაპზე გარკვეულია. მათივე ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ახლა ოფიციალურად გაფორმებაა საჭირო, რაც სავარაუდოდ ამ კვირაშივე მოხდება.
უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება ევროპული ქვეყნების მხრიდანაც. მეტიც, ევროკავშირის ცალკეული წევრები მშპ-ს კვოტასაც კი აწესებენ, რა მოცულობის დახმარებაც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მიემართოს. თუმცა F-16-ების გადაცემა წლის მეორე ნახევრისთვის გადაიდო, რაც ლოჯისტიკური პრობლემებითა და პილოტების გადამზადების პროცესითაა გამოწვეული.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.