ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში ცეცხლი არ წყდება - ოკუპანტებმა რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს

უკრაინაში ცეცხლი არ წყდება. რუსულმა ძალებმა, რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. დრონების რამდენიმე ჯგუფი, ოდესის მიმართულებით დაფიქსირდა. ოკუპანტებმა შეუტიეს ხერსონის ოლქში ჩერნო-ბაივკას - არის მსხვერპლი.
დრონებითა და მძიმე არტილერიით დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონიც.
პარალელურად, საშობაო მიმართვა გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შობას, ყველა უკრაინელი საკუთარ სახლში შეხვდება და ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება.
შეგახსენებთ, წელს უკრაინა ოფიციალურად პირველად აღნიშნავს შობას არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.