უკრაინაში ომი გრძელდება – გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 მიმართულებით რუსი სამხედროების 78 იერიში მოიგერიეს

უკრაინაში ომი გრძელდება – რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში, დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები, ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან გაუშვეს.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. სულ დაფიქსირდა 60 აფეთქება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა, რუსი სამხედროების 78 იერიში მოიგერიეს 6 მიმართულებით. სულ, ფრონტზე 92 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, პენტაგონის განცხადებით, თუკი კონგრესი ახალ დაფინანსებას არ დაამტკიცებს, უკრაინისათვის სამხედრო დახმარება 30 დეკემბრისთვის ამოიწურება.
ევროსაბჭომ კი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი მიიღო.
1 თებერვალს, ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტი გაიმართება, – ლიდერები ევროკავშირის ბიუჯეტის შუალედური გადასინჯვის, მათ შორის, უკრაინის დაფინანსების საკითხსაც განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის