ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში ომი გრძელდება - ბოლო 24 საათში, ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება, - რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ღამით, საჰაერო განგაში ჩაირთო.
ოდესაში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი მაღალსართულიან კორპუსში გაჩნდა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქიც დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშისას, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დნიპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსულმა ჯარებმა, ხერსონის ოლქზეც მიიტანეს საარტილერიო იერიში. არის მსხვერპლი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. აფეთქებების ხმა ოკუპირებულ მელიტოპოლშიც ისმოდა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებსა და თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათში, ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.