უკრაინაში ომის 703-ე დღეს 100-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა
ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 703-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა.
"დღეს სამხედროებს შევხვდი. მთავარი აქცენტი ფრონტის ხაზზე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. ჩვენი თავდაცვითი ოპერაციები და ზოგადად აქტიური მოქმედებები დეტალურად იყო აღწერილი. შეხვედრაზე ასევე გავაანალიზეთ იარაღთან დაკავშირებული ყველა საკითხი - ჯარისთვის იარაღის მიწოდება, პარტნიორებთან შეთანხმებები და შიდა წარმოება. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის უწყვეტი გაძლიერება დაგვაახლოებს ამ ომის დასასრულთან," - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.