ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება - ქვეყნის სამხრეთიდან ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 65 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა წელს 4 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. გერმან გალუშჩენკოს თქმით, რეაქტორების მშენებლობა არაუგვიანეს შემოდგომისა დაიწყება, რაც ემსახურება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღდგენას, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.