რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი და ოლქის 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი არტილერიით დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი კუპიანსკიც, სადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
"მტრის მხრიდან საარტილერიო და ნაღმმტყორცნებიდან იერიში განხორციელდა რეგიონის 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის დაიბომბა კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი; ვოვჩანსკი, ვოვჩანსკი ხუტორი, ჩუგუივის რაიონის ბუდარკი; დვორიჩნა, სინკივკა, ივანივკა, ბერესტოვი, კუპიანსკის რაიონი," - წერს სინებუგოვი Telegram-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.