არქივი21 იანვარი, 2024, 07:56
ომი უკრაინაში - ბოლო 24 საათის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა
ომი უკრაინაში გრძელდება - ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტმა დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 3 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
დაღუპულია და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინელები კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.