უკრაინაში ომის 639-ე დღეა – კიევს თავს დრონებით დაესხა

უკრაინაში ომის 639-ე დღეა – რუსეთი კიევს თავს დრონებით დაესხა. დედაქალაქში მდებარე საბავშვო ბაღში ცეცხლი გაჩნდა, ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი თერთმეტი წლის ბავშვია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
“დღეს ლატვიის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ჩვენი მხარე ასრულებს რეკომენდაციებს. ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში. დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირის წევრობისთვის, როგორც ევროპული მხარე გვპირდება. განვიხილეთ ევროკავშირის მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების მექანიზმები. ჩვენი ევროპული ცხოვრების წესის დაცვა უნდა გაგრძელდეს, ევროპის ერთიანობა ამ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს