ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია - რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს

რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ეს იყო რუსეთის ყველაზე დიდი თავდასხმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ“, - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ.
ბოლო მონაცემებით კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის 77 საცხოვრებელ კორპუსსა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის 120 შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.