არქივი23 მაისი, 2024, 07:25
უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
ინფორმაცია გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.